"რეზონანსი" - ლარის დევალვაცია კომუნალურ ტარიფებს გააძვირებს

 "რეზონანსი" - ლარის დევალვაცია კომუნალურ ტარიფებს გააძვირებს

ლარის გაუფასურება და ფინანსური ბაზრის არასტაბილურობა ტარიფების გაძვირების ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ცნობილია, რომ დენის გადასახადი 2,40-ზეა დათვლილი, კურსი კი უკვე 2,55-ის ფარგლებშია. როგორც ანალიტიკოსები ვარაუდობენ, წლის ბოლოს 2,60-საც მიაღწევს. ენერგეტიკოსები გვაიმედებენ, რომ ტარიფის შენარჩუნება შესაძლებელია, მაგრამ რა მოხდება მაღალი კურსის პირობებში, ამაზე ცალსახა პასუხი არავის აქვს.

საქართველოს ენერგეტქიკისა და წყალმომარაგების ეროვნულ კომისიას ტარიფის შესახებ გაანგარიშება დაახლოებით იმ პერიოდში უწევს, როცა კურსი ტრადიციულად ყველაზე მაღალ ნიშნულზეა. თანაც, გასათვალისწინებელია, რომ

შარშან, როცა ასე მაღალი იყო ტარიფი, თბოელექტროსადგურებს წარმოების ტარიფი გაეზარდათ. ამჯერად არ არის გამორიცხული, რომ გადაწყვეტილება სემეკ-მა სადისტრიბუციო კომპანიების გარეშე მიიღოს. როგორც ვიცით, პარალელურად იმპორტირებული და საბალანსო ელექტროენერგიის ფასიც გაზრდილია.

იმის ნაცვლად, რომ ტარიფების გაძვირების შანსი მინიმუმამდე დავიდეს, ეკონომიკა უბრუნდება ქაოსს და არც ენერგეტიკის სფერო იქნება გამონაკლისი. მით უმეტეს, გაზი რეგიონებში უკვე გაძვირდა.

მართალია, ჯერჯერობით სატარიფო ცვლილების შესახებ ოფიციალურად არაფერი თქმულა, მაგრამ თუკი ელექტროენერგიის გადასახადს გააძვირებენ, შემდეგი აუცილებლად იქნება წყლის ტარიფი. საამისოდ კომპანიები ყველა შესაძლო ღონეს გამოიყენებენ.

"მიმაჩნია, რომ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფი მნიშვნელოვნად არ უნდა შეიცვალოს. 2,50 საკონტროლო ციფრადაა აღებული, მცირე სხვაობა, გამყარების ან დევალვაციის მიმართულებით რეალურად ვერაფერს შეცვლის. კურსი 2,56-მდეც რომ იყოს, არ მოხდება გადასახადის ზრდა, მაგრამ 2,60-ის ფარგლებში უკვე საეჭვო გახდება სემეკ-ის გადაწყვეტილება. ამ შემთხვევაში პრობლემა გარდაუვალია. მიუხედავად ამისა, ძნელად სავარაუდოა, როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს. წინასწარ თქმა მიჭირს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი