ვაშლიჯვარში ხანძრის შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი

ვაშლიჯვარში ხანძრის შედეგად დაშავებულები დამწვრობის ცენტრში არიან გადაყვანილი

ვაშლიჯვარში გაჩენილი ხანძრის შედეგად 2 მამაკაცი დაშავდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მამაკაცებს დამწვრობები სხეულის სხვადასხვა ადგილზე აღენიშნებათ. გარდა ამისა, მათ ჩასუნთქული აქვთ კვამლი.

"2 დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დამწვრობის ცენტრში გადაიყვანა. მათ დამწრობა სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე აღენიშნებათ, თუმცა მათი მდგომარეობა მძიმე არ არის. ასევე, მათ ნასუნთქი აქვთ კვამლი", - აღნიშნეს სასწრაფო-სამედიცინო ცენტრის პრესსამსახურში.

ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე ორი ტრაილერი დაიწვა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი