4 თვეში გაყიდული 109 ბინა-”სეუ დეველოპმენტი” ახალ პროექტს იწყებს

4 თვეში გაყიდული 109 ბინა-”სეუ დეველოპმენტი” ახალ პროექტს იწყებს

ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელი გარემო და მრავალწლიანი ნარგავებით გამწვანებული სარეკრეაციო ზონა - ის, რაც განსაკუთრებით აკლია თბილისში საცხოვრებელ კომპლექსებს, აქვს "მწვანე ეზოს". ეს სახელწოდება კი ზუსტად გამოხატავს იმ მთავარ პრიორიტეტს, რომელიც სამშენებლო კომპანია "სეუ დეველოპმენტს" აქვს.

საცხოვრებელი კომპლექსი "მწვანე ეზო", საბურთალოზე, ანა პოლიტკოვსკაიას (ყოფილი ჯიქია) 32-ში მდებარეობს, კორპუსი უკვე აშენდა და ახალი წლისთვის, მწვანე კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება ახალ მაცხოვრებლებს. დახვეწილი არქიტექტურა, სამშენებლო მასალების უმაღლესი ხარისხი, საბავშვო მოედანი, 24-საათიანი ფიტნეს დარბაზი, ტერასა ბაღები, მყიდველებისთვის გადახდის მოქნილი პირობები და მოხერხებული ადგილმდებარეობა -ეს "მწვანე ეზოს" მთავარი უპირატესობებია.

"სეუ დეველოპმენტის" მიმდინარე პროექტსა და სამომავლო გეგმებზე, კომპანიის მარკეტინგის და გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელი, ქეთი არველაძე გვესაუბრება:

ქეთი, რა არის "სეუ დეველოპმენტის" მთავარი უპირატესობა და როგორია მყიდველების დამოკიდებულება კომპანიის მიმართ?

"მწვანე ეზოს" კომპლექსის მშენებლობა ერთ წელზე მეტია მიმდინარეობს, მაგრამ გაყიდვები ამ წლის მაისში დავიწყეთ, აგვისტოს ბოლოს კი, ბინების უმეტესობა გაყიდული იყო. 4 თვეში 109 ბინა გაიყიდა. ძალიან მოკლე დროში გაყიდული საცხოვრებელი ფართები და მომხმარებლის ნდობა იმით აიხსნება, რომ, ჩვენ კლიენტებს საკუთარ შესაძლებლობებზე მაქსიმალურად მორგებულ გადახდის პირობებს ვთავაზობთ, ასევე მომავალი მობინადრეები მშენებლობის პროცესში არიან ჩართულები. მათ იციან, რომ თავიანთი საცხოვრებელი ბინა ენერგოეფექტური, მრავალი სერტიფიკატის მქონე სამშენებლო მასალებით იქნება აშენებული. მშენებლობა დათქმულ ვადებში მიმდინარეობს, რაც კლიენტების ჩვენდამი ნდობას კიდევ უფრო ამყარებს. აღსანიშნავია, რომ ჩვენი კომპანია პასუხისმგებლობით ეკიდება შრომითი უსაფრთხოების დაცვას. მშენებლებს, უსაფრთხოების საკითხზე ინსტრუქტაჟი და ტრენინგები ხშირად უტარდებათ.

როგორია კომპლექს "მწვანე ეზოს" კონცეფცია?

"მწვანე ეზოში" საცხოვრებელ კორპუსთან ერთად იქნება კომერციული და საოფისე ფართები, 24 საათიანი ფიტნეს დარბაზი, 4 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი, ლობი. ასევე გეტყვით, რომ ჩვენთვის საამაყოა კომპლექსის მე-17 და მე-19 სართულებზე გამწვანებული ტერასების არსებობა, ეს ერთგვარ განსაკუთრებულობას სძენს პროექტს.

ყველასთვის მნიშვნელოვანია ბინების ფასი და გადახდის პირობები. როგორ ხდება თქვენთან გადახდა?

ჩვენთან გადახდის პირობები ძალიან მოქნილი და გამარტივებულია. პირველადი შენატანი 2500 ლარია, შემდგომ, ბინის ღირებულების 25% უპროცენტოდ ნაწილდება მშნებლობის დასრულებამდე და ბინის ღირებულების დარჩენილ ნაწილზე პარტნიორი ბანკების დახმარებით კეთდება 10 წლიანი განვადება, შემოსავლების დადასტურებისა და დამატებით უძრავი ქონებით უზრუნველყოფის გარეშე. ფასი სრულ შესაბამისობაშია პროექტის ხარისხთან, მდებარეობასთან და ბაზარზე არსებულ ფასებთან. ხშირად გვქონდა და მომავალშიც იგეგმება აქცია ფასებზე, რაც თავის მხრივ, მყიდველებს ხელს უწყობდა და უადვილებდა ბინის შეძენის არჩევანი ჩვენ კომპლექსზე გაეკეთებინათ.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები? თუ იგეგმება ახალი პროექტების განხორციელება?

"მწვანე ეზოს" პარალელურად ჩვენთან იწყება ახალი პროექტის მშენებლობა. გაყიდვებს ნოემბრის დასაწყისში ვიწყებთ. ახალი კომპლექსი ისევ პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე აშენდება. პროექტის ფარგლებში 5, 8 და 12 სართულიანი კორპუსები იქნება წარმოდგენილი, თავისი სპორტული და საბავშო მოედნებით, თითოეული კორპუსის ქვეშ, გათვალისწინებულია ავტოსადგომი. ახალ კომპლექსში, უფრო კარგი და მოხერხებული გადახდის პირობები გვექნება, რადგან მშენებლობის დასრულებამდე შევძლებთ, უპროცენტო შიდა განვადება შევთავაზოთ ყველა მომავალ მაცხოვრებელს. აღსანიშნავია, რომ ბინების დაგეგმარება მომავალი მაცხოვრებლების გემოვნებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით მოხდება. ახალი მყიდველებისთვის, ჩვენი არსებული კლიენტები საუკეთესო რეკომენდატორები არიან. ჩვენთან თანამშრომლობის დროს, მათი გამოცდილება, ბინის ყიდვის მსურველს, სანდოობის განცდას უჩენს და მათ საიმედო არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს.

თეკლე ჯანელიძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი