ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა ევთანაზიისთვის ინგლისურ მარილს იყენებს?

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო ცხოველთა ევთანაზიისთვის ინგლისურ მარილს იყენებს?

ამა წლის 16 ოქტომბერს ცხოველთა დაცვის ათმა ორგანიზაციამ და 53-მა ფიზიკურმა პირმა თბილისის მერიის სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ხელმძღვანელობა ქმედუუნაროდ და თანამდებობისათვის არალეგიტიმურად ცნო.

ასე გამოხატა საზოგადოებამ თავისი პოზიცია სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ინგლისური მარილის (მაგნიუმის სულფატი)გამოყენების თაობაზე, რაშიც ის ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის თავმჯდომარემ, თემურ ლაჭყეპიანმა, 4 ოქტომბერს პორტალი "კვირას" პრესკლუბის ეთერით დაადანაშაულა. ამასთანავე, ააიპ საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციამ გაავრცელა კადრები, სადაც მკვდარი ძაღლები და ლეკვებია აღბეჭდილი.

ბრალდებას სსიპ ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი, თეიმურაზ ფხალაძე, იმავე დღეს, 4 ოქტომბერს, "მაესტროს" ეთერით გამოეხმაურა და "რეალობას მოკლებული აბსოლუტური სიცრუე" უწოდა. მისი სიტყვებით, ევთანაზია თავშესაფარში ხორციელდება ქსილაზინითა და თიოპენტალით, ინგლისური მარილი "რას ნიშნავს" არ იცის, მაგნიუმის სულფატი საგანგებო სიტუაციების სააგენტოდან გადმოჰყვა ნაშთად, ხოლო 2017 წლის თებერვალში შეძენილი პრეპარატი გამოიყენება არა ძაღლების ევთანაზიის საშუალებად, არამედ "პირუტყვთან დაკავშირებით რამდენიმე ასპექტში".

თეიმურაზ ფხალაძემ არც კადრები დატოვა უკომენტაროდ: "ეს ... ადრინდელი, საგანგებო სიტუაციების სააგენტოს დროინდელი კადრებია, რაც შეგვიძლია, ადვილად დავადასტუროთ მანქანის ნომრებიდან გამომდინარე. ეს, როგორც ჩანს, სპეციალურად გადაიღო საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ყოფილმა თანამშრომელმა, რომ შემდგომ დაემძიმებინათ სურათი. იმიტომ, რომ იქ ნაჩვენებია ე. წ. მაშები, რასაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო შექმნის დღიდან არ იყენებს..."

თეიმურაზ ფხალაძეს პასუხს თემურ ლაჭყეპიანმა ცინიკური უწოდა. მან მიუთითა, რომ შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე არსებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის თებერვალში თემურ ფხალაძემ შეისყიდა 5000 ერთეული ინგლისური მარილი, რაც წინა წლებში შესყიდულ მარილთან ერთად 17 000 ერთეულს შეადგენს. ლაჭყეპიანის აზრით, ყველა ამ შესყიდვაზე პასუხისმგებელია თეიმურაზ ფხალაძე, რადგან ის სინამდვილეში 2012 წლიდან არის ხელმძღვანელი თავშესაფრისა, რომელსაც უბრალოდ სახელი შეეცვალა, რაც მის (ფხალაძის) პასუხისმგებლობას არ ცვლის  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი