როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს - პედიატრი თემურ მიქელაძე ვირუსების შესახებ

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ სიცხის დამწევი არ მოქმედებს - პედიატრი თემურ მიქელაძე ვირუსების შესახებ

"ჯანმრთელი ბავშვი ავად ხდება 6-8-ჯერ და ეს სრულებით არ ნიშნავს მისი იმუნიტეტის სისუსტეს" - ამის შესახებ პედიატრმა თემურ მიქელაძემ ერთ-ერთი ტელეარხის ეთერში განაცხადა და მშობლების რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას გასცა პასუხი.

- რამდენად უწევთ რეკომენდაციას ხშირ აცრებს - რამდენი ახალი ვირუსისც შემოვა, საჭიროა რომ იმდენჯერ ავცრათ ბავშვი?

- ყოველ წელს მხოლოდ გრიპის სხვადასხვა ტიპის ახალ-ახალი ვაქცინა იქმნება. წელს შექმნილია ვაქცინა სპეციალურად 2016-2017 წლის სეზონისთვის, შარშან სხვა ვაქცინა მოქმედებდა. საჭიროა 10 წლის განმავლობაში 10-ჯერ აიცრას პაციენტი. აშშ-ში ეს ვაქცინა უკვე გეგმიურ კალენდარში შევიდა. ჩვენ უფასოდ ვუკეთებთ რისკჯგუფის მქონე პაციენტებს - წელს ყველაზე დიდი რაოდენობა 20 000 ვაქცინა შემოიტანა ჯანდაცვის სამინისტრომ ამ რისკჯგუფებისთვის.

- აცრის შემდეგ გვერდითი მოვლენების ან ვირუსის შეხვედრის რისკი რამდენად მაღალია?

- შეიძლება შეხვდეს, მაგრამ არა რთულ ფორმებში. მაგალითად, გრიპს მარალი ტემპერატურა ახასიათებს სიცხის გარეშე გრიპის ვირუსი არ არსებობს (განსხვავებით ადენოვირუსისგან, რომელსაც მხოლოდ ცხვირიდან გამონადენი ახასიათებს ტემპერატურის გარეშე). გრიპს ასევე ახსიათებს ნაწლავური აშლილობები, სახსრების ტკივილი... აცრილ პაციენტს ეს სიმპტომები სუსტად აქვს გამოხატული. რატომღაც ჰგონიათ, რომ გრიპის სეზონი აუცილებლად ეპიდემიით უნდა წარიმართოს, სინამდვილეში ყოველ წელს ავადდება მოსახლეობის 10%-15% და ეს ნორმაა. როცა 30%-ს აღწევს ავადობა, უკვე ეპიდემიის სახე ეძლევა. ასევე ეშინიათ ლეტალური გამოსავლის, რეალურად კი სიკვდილით სრულდება ძალიან მაღალ რისკჯგუფში მყოფი პაციენტების ავადობა.

- არსებობს საკვების სახით რაიმე დანამატები, რითაც იმუნიტეტს გავიძლიერებთ და დაცული ვიქნებით ვირუსისგან. მაგალითად, ნივრის ჭამას გვირჩევენ ხშირად

- საუკეთესო იმუნომოდულატორია ბალანსირებული სრულფასოვანი კვება. საკვებმა რომმ მაქსიმაური სარგებელი მოგვიტანოს, თერმულად სწორად უნდა დაამუშავოთ - ზედმეტად არ შეწვათ და გადახარშოთ პროდუქტი. მწვანილი ეცადეთ, მომზადების ბოლოს მოაყაროთ კერძს. ბოსტნეული თავიდან დიდხანს უნდა იყოს გამდინარე წყალში, მომზადებას კი 15-20 წუთზე მეტი დრო არ უნდა მოანდომოთ. ბავშვებს მიეცით სეზონური ხილი, რადგან სწორედ სეზონზე აქვს ამ ხილს სასარგებლო და წყალში ან ცხიმში ხსნადი ვიტამინების მაღალი შემცველობა. რაც შეეხება ნიორს, მართლაც შეიცავს ანტივირუსული მოქმედების ნივთიერებებს, თუმცა დიდი რაოდენობით ნიორი შეიძლება გასტრიტის მიზეზიც გახდეს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი