"მისი შვილიც მასთან მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო..." - რას ყვებიან ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები

"მისი შვილიც მასთან მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო..." - რას ყვებიან ტყიბულის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები

გუშინ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გარდაცვლილ დავით ფორჩხიძეს მუშაობის 9-წლიანი გამოცდილება ჰქონდა.

როგორც ჟურნალისტებს გარდაცვლილის მეუღლემ მაია ფორჩხიძემ განუცხადა, მათთან ოჯახში შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები გუშინ იმყოფებოდნენ, თუმცა ოჯახის წევრებსა და მათ შორის კომუნიკაცია არ შემდგარა.

გარდაცვლილის მეუღლე აცხადებს, რომ შახტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ოჯახში მისვლას დღესაც გეგმავენ.

თავის მხრივ, გარდაცვლილის ცოლის დამ მარეხი ზარნაძემ განაცხადა, რომ აღნიშნული ფაქტი შახტაში მომხდარი ერთეული შემთხვევა არ არის.

"ბევრი ქალი დაქვრივდა და დაობლდნენ ბავშვები... გუშინ საღამოს ექვს საათზე მოხდა ეს უბედურება. მისი შვილიც იქ მუშაობს და მამის გარდაცვალებას შეესწრო. სურვილი და თხოვნა მექნება, რომ დაეხმარონ. სამი ობოლი დარჩა უპატრონოდ. მის ერთ-ერთ შვილს მაინც არ ჰქონდეს ისეთი სამსახური, რომ შახტაში ჩადიოდეს და ჩვენ ველოდებოდეთ, როდის ამოვა", - განაცხადა მარეხი ზარნაძემ.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში გუშინ მეშახტე დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა. კომპანია "საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის" ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი