იტალიაში 39 წლის ქართველი კაცი მეუღლის ცემის გამო დააკავეს

იტალიაში 39 წლის ქართველი კაცი მეუღლის ცემის გამო დააკავეს

იტალიის ქალაქ ოსტიაში ქართველი მამაკაცი მეუღლის ცემის გამო დააკავეს. ამის შესახებ "RomaToday" წერს. გამოცემის ცნობით, 39 წლის ქართველ მამაკაცსა და მეუღლეს შორის დავა ჩხუბში გადაიზარდა. შემთხვევას მათი 13 წლის შვილიც ესწრებოდა.

ბავშვმა ჯერ მშობლების გაშველება სცადა, შემდეგ კი საგანგებო სიტუაციების სამსახურში დარეკა, რის შემდეგაც სახლში პოლიცია მივიდა და ქართველი მამაკაცი დააკავა. ახლა ის "რეჯინა კოელის" ციხეში იმყოფება. ქალი სხვადასხვა დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბათუმში, ავტობუსის მძღოლს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზოთ 30 წლის ქალი შეიყვანეს

ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია "დონას" მფლობელს კორონავირუსი დაუდგინდა