როგორია ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა

როგორია ქედაში ავარიის შედეგად დაშავებული მოზარდების მდგომარეობა

ქედაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებულ ერთ მოზარდს გვიან ღამით, ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. კიდევ ორი ბავშვი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ განაცხადა, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. მისივე ინფორმაციით, ოთხმა დაშავებულმა საავადმყოფო უკვე დატოვა. მათ მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნებოდათ.

არსებული ინფორმაციით, გუშინ ქედის ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრავ მიკროავტობუსში მსხდომმა ბავშვებმა კარი გააღეს და გადმოვარდნენ.

ქედაში დაშავებულ ბავშვებს პირველადი სამედიცინო დახმარება ქედის სამედიცინო ცენტრში გაუწიეს. მოგვიანებით კი ბავშვები ბათუმის დედათა და ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი