Samsung Curved ტელევიზორი - ინტერიერის დიზაინის სრულიად ახალი ხედვა

Samsung Curved ტელევიზორი - ინტერიერის დიზაინის სრულიად ახალი ხედვა

Samsung Curved ტელევიზორი – დახვეწილი დიზაინის და ინოვაციის საუკეთესო შერწყმაა, რაც არსებითად აუმჯობესებს მაყურებლის შესაძლებლობებს.

Samsung Curved ტელევიზორი რკალისებური ეკრანის და წარმოუდგენლად თხელი ჩარჩოს მქონე ბოლო თაობის ტელევიზორების კონცეპტია, რომელიც მაყურებელს ტელევიზორის ყურებით მიღებულ დაუვიწყარ სიამოვნებას სთავაზობს.

თხელი ჩარჩო არ ზღუდავს გამოსახულების აღქმას და ეკრანზე მიმდინარე მოვლენებში უფრო აქტიურად ჩართვის შესაძლებლობას იძლევა. აღნიშნულის თვალსაჩინო მაგალითს Q სერიის ახალი თაობის Samsung Curved QLED ტელევიზორების ახალი მოდელი წარმოადგენს.

ტელევიზორების უმეტესობა პრეზენტაბელურად მხოლოდ ეკრანის მხრიდან გამოიყურება, ამიტომ ხშირად ტელევიზორი კედელთან არის მოთავსებული, რათა დაიმალოსმისიუკანა მხარე.

მოწინავე დიზაინერული გადაწყვეტილებების გავლენით შექმნილი Curved ტელევიზორი სრულიად ცვლის ინტერიერში ტელევიზორის განთავსების შესახებ ჩვენს წარმოდგენას. ის აღჭურვილია ერთიანი უკანა პანელით, ამიტომ არ ჩანს არც ერთი ზედმეტი დეტალი და ტელევიზორის დიზაინიც უფრო სრულყოფილად გამოიყურება. თანამედროვე და ლაკონური, ახალი Curved ტელევიზორი ისეა შექმნილი,რომ სურვილის შემთხვევაში ის ოთახის ცენტრშიც კი შეიძლება განათავსოთ.

Curvedტელევიზორის თხელი და დახვეწილი სადგამი ჰაერში მოლივლივე გამოსახულების ეფექტს ქმნის, ეკრანის რკალისებური ფორმა კი ვიზუალურ აქცენტს წარმოადგენს და ყველა კუთხეს ასწორებს, მიუხედავად იმისა, სადგამზე დგას, თუ კედელზეა მიმაგრებული.

Samsung Curved ტელევიზორი თქვენს მისაღებ ოთახს მინიმალისტურ ფუფუნებას, ხოლო ინტერიერს ზომიერ მდიდრულობას შესძენს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი