"რეზონანსი" - ექიმები პაციენტებს სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ

"რეზონანსი" - ექიმები პაციენტებს სპეციალურად ძვირ წამლებს უწერენ

საქართველოში ექიმები ცდილობენ, პაციენტებს სპეციალურად ძვირი მედიკამენტები გამოუწერონ და ეს პრობლემა ვერაფრით გვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ხმამაღალი განცხადებით ჯანდაცვის მინისტრიც გამოვიდა, პაციენტები ისევ ჩივიან, რომ ექიმები ძვირი წამლის გამოწერას კვლავ არ ერიდებიან. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, ფაქტია, რომ არცთუ იშვიათად ქართველი ექიმები ორიენტირებულნი არიან არა პაციენტზე, არამედ საკუთარ კომერციულ ინტერესზე.

ძვირი, ე.წ. "შეკვეთილი" წამლების გამოწერის ფაქტებს მედიკამენტების მომხმარებლები მუდმივად აწყდებიან, რასაც სპეციალისტებიც ადასტურებენ. ისინი ამბობენ, რომ პრობლემა იმ დრომდე იარსებებს, ვიდრე კლინიკა, ფარმაცევტული და სადაზღვევო კომპანია ერთი ჯგუფის ხელში

იქნება.

ბოლო წლებში საქართველოში წამლების მიღება ადამიანთა დიდი ნაწილის ცხოვრების წესად იქცა. ექიმთან ყველა ვიზიტი, როგორც წესი, რამდენიმე ძვირადღირებული მედიკამენტის გამოწერით მთავრდება. ცივილიზებული მსოფლიოსგან განსხვავებით, სადაც წამლის მიღება მხოლოდ გართულების შემთხვევაშია დასაშვები, საქართველოში ჯანმრთელობის მდგომარეობის უმნიშვნელოდ გაუარესების შემთხვევაშიც კი ექიმი პაციენტს კლინიკიდან პირდაპირ აფთიაქში აგზავნის და თანაც საკმაოდ საეჭვო რეცეპტს ატანს, სადაც წამლების დიდი წილი სწორედ ძვირადღირებულ მედიკამენტებს უჭირავს.

სპეციალისტების თქმით, ეს ადამიანებს არა მხოლოდ მატერიალურად აზარალებს, არამედ მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასაც იწვევს. გარდა ამისა, ასეთი პრაქტიკა, ზოგადად, ექიმების იმიჯზეც მოქმედებს, რადგან მათ მუდმივად არაპროფესიონალიზმსა და სააფთიაქო ქსელებთან შეთანხმებაში ადანაშაულებენ...განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი