ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული წიგნის პრეზენტაცია

ლიტერატურული კონკურსი „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული წიგნის პრეზენტაცია

31 ოქტომბერს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში (გაგარინის მოედანი), დიდი ლიტერატურული კონკურსის, „გახდი ბესტსელერის ავტორი“ გამარჯვებული წიგნის, თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ პრეზენტაცია გაიმართება.

"პალიტრა L"-ის მიერ ორგანიზებული ლიტერატურული კონკურსი "გახდი ბესტსელერის ავტორი" 3 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მკითხველი გამომცემლობის ვებგვერდზე ეტაპობრივად ეცნობოდა კონკურსში მონაწილე 300 მდე ავტორის ნამუშევრებს და თითოეულის შესახებ აზრსა და პოზიციას ხმის მიცემით გამოხატავდა.

წიგნს წარადგენენ ლიტერატურათმცოდნე, კონკურსის ჟიურის წევრი ივანე ამირხანაშვილი, მწერალი, თამარ ფხაკაძე და გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მთავარი რედაქტორი, მაია ალუდაური. წიგნის გარეკანზე მხატვარმა ნინო მორბედაძემ იმუშავა. ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს ორგანიზატორები ღვინითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდებიან. აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული თათული ღვინიანიძე არის ხალხის რჩეული კონკურსანტი.

ხალხთან ერთად გამარჯვებულების გამოვლენაში ჩართული იყო კომპეტენტური ჟიური, ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია, ზაალ ჩხეიძე და PR სპეციალისტი მარიკა დარჩია.

ღონისძიების ბმული: https://goo.gl/EEDXAa

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს