დაპირისპირება "ქართული მარშის" აქციაზე - არიან დაკავებულები

დაპირისპირება "ქართული მარშის" აქციაზე - არიან დაკავებულები

ფეხბურთის ფედერაციასთან "ქართული მარშის" აქციის მონაწილეები დააკავეს. მათ შორის დაკავებულია აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლადო სადღობელაშვილი.

+LIVE

აქციის მონაწილეთა განცხადებით, სამართალდამცველებმა ძლას გადაამეტეს და აქციის მონაწილეები უმიზეზოდ დააკავეს.

პროტესტის მონაწილეები ამ დრომდე რჩებიან ფეხბურთის ფედერაციასთან. ადგილზე კვლავ მობილიზებული არიან შსს-ს წარმომადგენლები.

"ქართული მარშის" წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილეებმა ფეხბურთის ფედერაციასთან პიროტექნიკის გამოყენება დაიწყეს. პოლიციის მიერ მათ დაკავებას დაპირისპირება მოჰყვა.

"ქართული მარშის" წარმომადგენელთა განცხადებით, ფეხბურთის ფედერაციამ ეროვნული ნაკრებიდან უნდა გაუშვას ფეხბურთელი გურამ კაშია, რომელიც, მათი შეფასებით, ლგბტ თემის პროპაგანდას ეწევა.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია