"აღიარება ხელისგულზე" - "გახდი ბესტელერის ავტორის" გამარჯვებული წიგნის პრეზენტაცია ბიბლუსი გალერეაში გაიმართა

"აღიარება ხელისგულზე" - "გახდი ბესტელერის ავტორის" გამარჯვებული წიგნის პრეზენტაცია ბიბლუსი გალერეაში გაიმართა

ხალხის რჩეული თათული ღვინიანიძის "აღიარება ხელისგულზე, "პალიტრა L "- ის მიერ ორგანიზებული უნიკალური სახალხო კონკურსი "გახდი ბესტელერის ავტორის" ერთ-ერთი გამარჯვებული წიგნია, რომლის პრეზენტაციაც 31 ოქტომბერს, 19.00 საათზე ბიბლუსი გალერეაში", გაგარინის მოედანზე გაიმართა.

წიგნი, რომელიც მოგვითხრობს ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტ გოგონაზე, ადამიანურ ურთიერთობებსა და ცხოვრებისეულ სისუსტეებზე აუდიტორიას კონკურსის ჟიურის წევრმა, ლიტერატურათმცოდნე ივანე ამირხანაშვილმა და გამომცემლობა "პალიტრა L "- ის მთავარმა რედაქტორმა მაია ალუდაურმა წარუდგინა.

აღსანიშნავია რომ წიგნის გარეკანზე მხატვარმა ნინო მორბედაძემ იმუშავა.

კონკურსი "გახდი ბესტელერის ავტორი" სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და მიზნად ისახავდა ნიჭერი მწერლების გამოვლენას, რომლებსაც საკუთარი შემოქმედების ფართო მასებისთვის გაცნობა სურდათ . აღსანიშნავია ისიც, რომ კონკურსი მონაწილე 300 - მდე ავტორი ჟანრობრივად შეზღუდული არ იყო და მათ ნამუშევრებს ყველაზე ობიექტური ჟიური - თავად მკითხველი ხმის მიცემით აფასებდა. ასევე ხალხთან ერთად გამარჯვებულის გამოვლენაში კომპეტენტური ჟიური, ლიტერატორები: ლევან ბერძენიშვილი, ივანე ამირხანაშვილი, რამაზ ჭილაია, ზაალ ჩხეიძე და Pღ სპეციალიტი მარიკა დარჩია იღებდა მონაწილეობას.

პრეზენტაცის დასასრულს კონკურსზე და მონაწილეებზე ჟიურის წევრებმა კიდევ ერთხელ გააკეთეს შეფასებები.

"პალიტრა L "- ის მთავრი რედაქტორი: მაია ალადური

- ჩვენ გვინდოდა კონკურსანტებისთვის მიგვეცა ასპარეზი და შესაძლებლობა, რომ გამოევლინათ თავიანთი ნიჭი და დარწმუნებული ვარ , ამას მივაღწიეთ. მე მგონია და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულითული იქნება ზუსტად ის ავტორი, რომელიც ღირდა ამ კონკურსად.

მარიკა დარჩია: "გახდი ბესტსელერის ავტორი"-ის ჟიურის წევრი.

- თათული კონკურსის პირველი გამარჯვებულია და მინდა გზა დავულოცო. ასევე ვულაცავ ყველას, იმიტომ რომ, წინ საინტერესო ახალი წიგნი გაქვთ წასაკითხი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს