სახალხო პროექტი "მაკულიტერატურა" ბრუნდება! - რომელ ახალ წიგნებს მიიღებთ მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ

სახალხო პროექტი "მაკულიტერატურა" ბრუნდება! - რომელ ახალ წიგნებს მიიღებთ მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ

გაცვალე მაკულატურა წიგნში - მედიასახლ "პალიტრას" გრანდიოზული პროექტი - "მაკულიტერატურა" განსაკუთრებული შეთავაზებებით ბრუნდება! 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით პროექტი "თბილისის წიგნის დღეების" პარალელურად, თბილისში აიღებს სტარტს და მალე რეგიონებშიც გადაინაცვლებს.

"მაკულიტერატურა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში - ძველი ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, წიგნები თუ უბრალოდ, სხვა არასაჭირო ქაღალდი შეგიძლიათ "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემულ ათასზე მეტი დასახელების წიგნში გადაცვალოთ.

გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი გარემოს მიმართ საკუთარი ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა - საუკუნეებია ქაღალდის წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის მისაღებად ხეები მასშტაბურად იკაფება, ყოველდღიურად კი, გაკაფული ტერიტორიის რიცხვი 32 ათას ჰექტარს აღწევს, რაც იმას ნიშნავს, რომ წელიწადში ორჯერ მთელი საქართველოს ტოლი ფართობის ტყეს ვკარგავთ.

უკვე ხუთი წელია, მწვანე საფრის გადარჩენა მედიასახლ "პალიტრის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო. "მაკულიტერატურა" გაძლევთ საშუალებას პრიორიტეტები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეში გადაანაწილოთ - უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა.

გთავაზობთ სიას, თუ რამდენი კილოგრამი მაკულატურის ჩაბარება იქნება საჭირო კონკრეტული დასახელების წიგნის მისაღებად. სიაში წარმოდგენილია მსოფლიო ბესტსელერები, უახლესი წიგნები და გამომცემლობის ყველაზე წარმატებული პროექტები.

შეგახსენებთ, რომ მაკულატურის ჩაბარება დაწიგნში გადაცვლა 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით,თბილისში, წერეთლის 116-ში,11-დან 19 საათამდე გაიმართება.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს