გადაცემა "ცენტრი" ყოველ ორშაბათს, 20:00 საათზე გავა ეთერში.
"შევეცდები, მსმენელებს ცნობილი სახეები სხვადასხვა რაკურსით დავანახო. "პალიტრაზე" არჩევანი კი, რადიოში არსებული სარედაქციო დამოუკიდებლობის გამო გავაკეთე", - აღნიშნა რამიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.
რაც შეეხება რამიშვილის პროექტს "სამსონაძეები", რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გადის, ჟურნალისტის თქმით, პროექტი უკვე დასრულდა, ხოლო გაგრძელდება თუ არა "სამსონაძეები" ახალი სატელევიზიო სეზონიდან, ჯერ უცნობია.
გადაცემა "ცნეტრის" პირველი გადაცემის მოსმენა 14 ივნისს იქნება შესაძლებელი.