რატომ არ შეიძლება წამლებთან ერთად ღვინის დალევა და რა შედეგებს იწვევს მკურნალობის დროს სასმელის მიღება

რატომ არ შეიძლება წამლებთან ერთად ღვინის დალევა და რა შედეგებს იწვევს მკურნალობის დროს სასმელის მიღება

მედიკოსების აზრით, სამკურნალო პრეპარატებისა და ალკოჰოლის ერთად გამოყენება დაუშვებელია. მაგალითად, ანტიდეპრესანტით მკურნალობის დროს თუ ალკოჰოლს, განსაკუთრებით კი წითელ ღვინოს მოიხმართ, თქვენ ჰიპერტონული კრიზისის წინაშე აღმოჩნდებით. ასევე, ნაბახუსევის დროს ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის ”პარაცეტამოლის” მიღება ყოვლად დაუშვებელია. ამ დროს ალკოჰოლისა და პარაცეტამოლის ურთიერთქმედებით წარმოქმნილი ნივთიერებები ღვიძლის ”ნეკროზს” იწვევს.

ღვინოსთან ერთად ”კლოფელინის” - წნევის დამწევი საშუალების მიღებამ, შესაძლოა, გონების დაკარგვა გამოიწვიოს, პარალელურად არტერიული წნევის მკვეთრი დაცემა, რაც ხშირ შემთხვევაში ლეტალურად მთავრდება, გარდა ამისა, ალკოჰოლური სასმელების ანტიკოაგულიანტებთან ერთად მიღებისას სისხლის შედედება ქვეითდება. ამ დროს შესაძლოა, სავალალო შედეგი მივიღოთ, კერძოდ სისხლდენა და სისხლჩაქცევები.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი