ტრამპის ანგარიში ”ტვიტერის” თანამშრომელმა წაშალა, რომლისთვისაც დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო

ტრამპის ანგარიში ”ტვიტერის” თანამშრომელმა წაშალა, რომლისთვისაც დღეს ბოლო სამუშაო დღე იყო

”ტვიტერზე” პრეზიდენტის ანგარიში 11 წუთის განმავლობაში გაქრა. როგორც აღმოჩნდა, ანგარიში @realdonaldtrump ”ტვიტერის” ერთ-ერთმა თანამშრომელმა გააუქმა, რომლისთვისაც დღეს კომპანიაში მუშაობის ბოლო დღეა.

იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტის ანგარიშის დეაქტივაცია მხოლოდ 11 წუთის მანძილზე გაგრძელდა, ”ტვიტერმა” ინციდენტის გამოძიება დაიწყო.

სოციალური ქსელების მომხმარებლები წერენ, რომ ადამიანი, რომელმაც პრეზიდენტის ანგარიში გათიშა, ნობელის პრემიაზე უნდა წარადგინონ, მშვიდობის დარგში.