ხონი-სამტრედიის გზაზე, სოფელ ივანდიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და "ოპელის" მარკის ავტომობილი შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავდა "ოპელში" მყოფი მამა-შვილი. განსაკუთრებით მძიმეა შვილის მდგომარეობა, რომელიც ქუთაისში რეანომობილით გადაიყვანეს.
მომხდარზე გამოძიება 276-მუხლით მიმდინარეობს.