ტელეკომპანია ”რუსთავი 2”- ის ეზოში პიროტექნიკის გადაგდების გამო ”ქართული მარშის” აქტივისტები დააკავეს.
პოლიციის თანამშრომლებმა, აქციის ოთხი მონაწილე საპატრულო პოლიციის მანქანაში ჩასვეს და ტერიტორიიდან გაიყვანეს.
აქცია უკვე დაიშალა. ადგილზე ამ დრომდე რჩებიან სამართალდამცავები.