ჟირინოვსკი ბურჯანაძეს: ”ნინო, აფხაზეთიც თქვენია და ოსეთიც, თუმცა რუსული ჯარი იქ იდგება”

ჟირინოვსკი ბურჯანაძეს: ”ნინო, აფხაზეთიც თქვენია და ოსეთიც, თუმცა რუსული ჯარი იქ იდგება”

"ნინო, აფხაზეთიც თქვენია, ოსეთიც, თუმცა რუსული არმია მუდმივად იქნება იქ, რომ აფხაზებსა და ოსებს უსაფრთხოების გარანტია ჰქონდეთ," - ამის შესახებ ვლადიმირ ჟირინოვსკიმ ნინო ბურჯანაძეს განუცხადა.

ბურჯანაძემ რუს პოლიტიკოსთან ერთად თოქ-შოუში "60" რუსეთის პირველ არხზე მიიღო მონაწილეობა.

იხილეთ ვიდეო: ნინო, აფხაზეთიც თქვენია და ოსეთიც, თუმცა რუსული ჯარი იქ იდგება" - ჟირინოვსი ნინო ბურჯანაძეს

დებატების დროს ჟირინოვსკი ნინო ბურჯანაძის გვერდით იდგა, თუმცა ქართველი პოლიტიკოსის განცხადების შემდეგ, "ნუ დგახართ ჩვენს შორის და თვითონ გადავწყვეტთ პრობლემას", ჟირინოვსკიმ ადგილი ეთნიკურად აფხაზ არხამ ავიძბას დაუთმო.