როგორ მუშაობს "ატკატების" სქემა ქართულ სამედიცინო ბაზარზე

როგორ მუშაობს "ატკატების" სქემა ქართულ სამედიცინო ბაზარზე

სამედიცინო სფეროში მომსახურების ხარისხიც რომ დაბალია და წამლებზე მოსახლეობის­ ფინანსური ხელმისაწვდომობაც, ამას ხელისუფლებაც აღიარებს და გვპირდება, რომ ვითარების გასაუმჯობესებლად ნაბიჯების გადადგმას გეგმავს.

მანამდე კი ამ სფეროში დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს, რაც პაციენტის გაღარიბებისა და მისი ჯანმრთელობის ხარჯზე ვიღაცისთვის ხელის მოთბობის საშუალებას იძლევა. ექიმებისა და ფარმაცევტული კომპანიების თანამშრომლობა ზრდის რისკს, რომ მათი ინტერესების მახეში ნებისმიერი პაციენტი აღმოჩნდეს, რასაც მისი ჯიბე და ჯანმრთელობა ეწირება, სამაგიეროდ, მოგებული არიან ექიმიცა და წამლის რეალიზატორიც. ძვირად ღირებული, საჭიროზე მეტი და უხარისხო წამლების გამოწერის შემთხვევებზე საუბრობენ ჯანდაცვის ექსპერტები და სახელმწიფოს სასწრაფოდ რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

ვატო სურგულაძე, კავკასიის უნივერსიტეტის ჯანდაცვის სკოლის დეკანი: "რამდენიმე პრობლემის ერთობლიობა ქმნის იმ სურათს, რომელიც დღეს ფარმაცევტულ სექტორში გვაქვს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება, მაგრამ სამწუხაროდ, ექიმების ნაწილის განათლება თანამედროვე მედიკამენტებისა და მიდგომების თვალსაზრისით საკმაოდ დაბალია. ამას ემატება ადგილობრივ ბაზარზე ფარმაცევტების, ფაქტობრივად, უკონტროლო ქმედებები­ და ოლიგოპოლია ფარმაცევტული პრეპარატებისა და ბიოლო­გიურად აქტიური დანამატების­ შემოტანაში, წარმოებასა და რეალიზაციაში. ეს არის ის სამი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ უნიშნავენ დღეს პაციენტებს ძვირად ღირებულ მედიკამენტებს,­ ხშირად უხარისხოს და იმაზე მეტს, ვიდრე ამის საჭიროება არსებობს.

მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის გაიდლაინების მიხედვით, ქრონიკული დაავადების დროს თუ ხუთ მედიკამენტზე მეტი ინიშნება, უკვე პრობლემაა, რადგან არ არსებობს სრული­ ინფორმაცია, რა ინტერაქციაში შედიან ეს მედიკამენტები ერთმანეთთან. ჩვენთან არ არსებობს სტატისტიკა, საშუალოდ რამდენ­ პრეპარატს ნიშნავენ ექიმები თუნდაც ქრონიკული დაავადებების დროს.

სანამ არ დაინერგება ელექტრონული რეცეპტი და არა ის ანაქრონიზმი, რაც შემ­ოიღეს ქაღალდზე დაწერილი რეცეპტის სახით, არავის ეცოდინება, რომელმა ექიმმა რამდენი და რომელი მედიკამენტი გამოუწერა პაციენტს.

ამას ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ექიმების ნაწილს აქვს ფინანსური დაინტერესება, რაც შეიძლება მეტი და ძვირად ღირებული წამალი დანიშნოს. ამას ჰქვია "ქეშბეკი", ანუ, მაპატიეთ რუსული ჟარგონი, "ატკატი", რომელსაც ექიმი პაციენტისთვის დანიშნული წამლებისგან იღებს. ამ ყველაფერს ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური სახე აქვს. კონკრეტული ექიმი, როგ­ორც წესი, არის კონკრეტ­ული ფარმაცევტული კო­მპა­ნიის კონტრაქტორი თან­ამშრომელი და იღებს­ ანაზღაურებას გაწეული სამუშაოსთვის.

შედეგად, იქმნება უცნაური და ხშირად პაციენტისთვის ზიანის მომტანი ვითარება.

ცოტა ხნის წინ ჩემმა სტუდე­ნტებმა ერთ-ერთი მედიკამენტის კვლევა ჩაატარეს. აღმოჩნდა, რომ თბილისში ეს წამალი იყიდება­ როგორც 5 ლარად, ასევე 23 ლარადაც. ორივე ამ პრეპარატს ანოტაციაში უწერია, რომ ერთნაირი­ მოქმედება აქვს, ერთნაირი დოზირებით მიიღება და შესაბამისად, ერთნაირი შედეგი უნდა მოგვცეს. ყველაზე უცნაური­ კი ის არის, რომ ევროპაში წარმოებული ეს მედიკამენტი უფრო იაფი ღირს საქართველოში, ვიდ­რე, მაგალითად, ეგვიპტეში გამოშვებული მისი ანალოგი. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: რატომ? იმიტომ, რომ ეგვიპტეში ან სხვა ქვეყანაში წარმოებული ანალოგების შემოტანითა და გაყიდვით დაინტერესებულია ფარმაცევტული კომპანია, რაშიც მას ექიმი ეხმარება. ანალოგების გაზრდილ ფასში კი უკვე გათვალისწინებ­უ­ლია ის ბონუსიც, რომელიც ყოველი გაყიდული პრეპარატიდან­ ფარმაცევტულმა კომპანიამ ექიმს უნდა დაუბრუნოს, რაც, ბუნებრივია, არარეალურად ზრდის მის ფასს. ექიმმა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომლის ანაზღაურება დაახლოებით 400 ლარია, 10 ასეთი მედიკამენტი რომ გამოუწეროს პაციენტს, დაახლოებით ხელფასის ოდენობის ბონუსს მხოლოდ ამ მედიკამენტების გამოწერით აიღებს.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი