გრანდიოზული პროექტი "მაკულიტერატურა" ბრუნდება! - განაახლე შენი ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით

გრანდიოზული პროექტი "მაკულიტერატურა" ბრუნდება! - განაახლე შენი ბიბლიოთეკა თანამედროვე ლიტერატურით

"აქციე მაკულატურა წიგნებად" - ჰოლდინგ "პალიტრამედიის" გრანდიოზული პროექტი "მაკულიტერატურა" განსაკუთრებული შეთავაზებებით, ახალი წიგნებითა და სერიებით ბრუნდება! 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრამდე პროექტი "თბილისის წიგნის დღეების" პარალელურად, თბილისში აიღებს სტარტს და 17 ნოემბრიდან რეგიონებშიც გადაინაცვლებს."

"მაკულიტერატურა" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მრავალ ოჯახს დაეხმარა პირადი ბიბლიოთეკების შექმნაში - ძველი ჟურნალ-გაზეთები, რვეულები, წიგნები თუ უბრალოდ, სხვა არასაჭირო ქაღალდი შეგიძლიათ "პალიტრა L"-ის­ მიერ გამოცემულ ყველასთვის ცნობილ და საყვარელ ათასამდე დასახელების წიგნში გადაცვალოთ.

გარდა იმისა, რომ "მაკულიტერატურა" საოჯახო ბიბლიოთეკის თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურით განახლებასა და გამდიდრებაში დაგეხმარებათ, პროექტი გარემოს მიმართ საკუთარი ეკოდამოკიდებულებითაც გამოირჩევა.

ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, როგორც იქნა, ადამიანიც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მაქსიმუმის მისაღებად გარე სამყაროს მინიმალურად დაზიანებაა საჭირო და ბუნების გადასარჩენად მეორეული ნედლეულის, მათ შორის, ქაღალდის გადამუშავება დაიწყო.

გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება 17 ხეს გადაარჩენს, რის შედეგადაც 26 კუბური მეტრი წყალი და 2,3 კვ/მ მიწა დაიზოგება. უკვე ხუთი წელია, მწვანე საფარის გადარჩენა ჰოლდინგ "პალიტრამედიის" ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადდა და პროექტ "მაკულიტერატურის" განხორციელებაც სწორედ ამ მიზნით დაიწყო.

ასე რომ, შესაძლოა, ბუნების გადარჩენის საკითხს აქამდე ზედაპირულად უყურებდით ან არ გქონდათ საკმარისი ინფორმაცია, რა საფრთხის წინაშე ვდგავართ, მაგრამ ახლა შეგიძლიათ, პრიორიტეტები ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით სასარგებლო საქმეში გადაანაწილოთ - უსარგებლო ქაღალდი მაკულატურაში ჩააბაროთ, გადაარჩინოთ გარემო და განაახლოთ საკუთარი ბიბლიოთეკა.

იხილეთ წიგნების არასრული სია, რომელ წიგნს რამდენი კილოგრამი მაკულატურის ჩაბარების სანაცვლოდ მიიღებთ ამ აქციის ფარგლებში. შეგახსენებთ, მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, 9-დან 19 საათამდე, თბილისში, წერეთლის 116-ში, "დიდუბე პლაზას" ტერიტორიაზე. სიაში წარმოდგენილია უახლესი ლიტერატურა, გამომცემლობის ბესტსელერები და ყველაზე წარმატებული პროექტები.

როგორ მოვხვდეთ მაკულატურის ჩაბარების პუნქტში

მაკულატურის ჩაბარება შესაძლებელია 9 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით, 9-დან 19 საათამდე, თბილისში, წერეთლის 116-ში, "დიდუბე პლაზას" ტერიტორიაზე

წიგნების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ ვებგვერდზე: www.palitral.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით 577687945; 0322196013

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს