პოეტ ჯანსუღ ჩარკვიანის სახლში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. ოჯახს პოეტის გარდაცვალება მიუსამძიმრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ჯანსუღ ჩარკვიანი იყო დიდებული ადამიანი, რომელიც დააკლდა არა მხოლოდ მის ოჯახს, არამედ სრულიად საქართველოს.
პოეტი, პუბლიცისტი ჯანსუღ ჩარკვიანი 86 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. ჯანსუღ ჩარკვიანს ხვალ მთაწმინდის პანთეონში, მწერლისა და ფილოსოფოსის, ბაჩანა ბრეგვაძის გვერდით დაკრძალავენ. მანამდე პოეტს სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენებენ.