ფოთში ჯილეხით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ფოთში ჯილეხით 28 წლის ქალი გარდაიცვალა

ფოთში ჯილეხის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებით 28 წლის ქალი გარდაიცვალა. ამის შესახებ განცხადება შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ფოთის რეგიონული ლაბორატორიის ეპიდემიოლოგმა მაკა გაბუნიამ გააკეთა.

"პაციენტმასამედიცინო დაწესებულებას, სავარაუდოდ, დაგვიანებით მიმართა და სწორედ ეს გახდა შემთხვევის ლეტალურად დასრულების მიზეზი. პაციენტს აღენიშნებოდა თავის ძლიერი ტკივილი, ღებინება, ყელის შეშუპება, მონაცისფრო ნადებები. გაეწია შესაბამისი სამედიცინო დახმარება და განხორციედა მისი რეფერალი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა, სამწუხაროდ პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა", - აღნიშნა მაკა გაბუნიამ.

ექიმების ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, დაგვიანებული მკურნალობა გახდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი