სამების ტაძარში ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების ტაძარში ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ქართველი პოეტის ჯანსუღ ჩარკვიანის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

ჯანსუღ ჩარკვიანი სამების ტაძარშია დასვენებული, სადაც დღეს დილით წირვა შესრულდა. ტაძარში იმყოფებიან გარდაცვლილის ოჯახის წევრები, ახლობლები. რამდენიმე წუთში ტაძრის მღვდელმსახურები გარდაცვლილის სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდიან.

გარდაცვლილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა კომპოზიტორმა ნიკოლოზ რაჭველმა.

"ხელოვანის მდგომარეობის ყველაზე გამორჩეული მხარე ალბათ ის არის, რომ მისი ამ ქვეყნიდან წასვლის შემდეგ იგი ხელოვნებაში ჩაბერილი სულით ცოცხლობს და არ კვდება. ჯანსუღ ჩარკვიანი სწორედ ის ხელოვანია, რომელიც არასდროს არ წავა და არ დატოვებს სამშობლოს. ის ყოველთვის იქნება თავის პოეზიით, პუბლიცისტიკით, ნაწერებით მაგალითი მომავალი თაობისათვის", - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი