შეამოწმეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობა სრულიად უფასოდ! გრანდიოზული შეთვაზება "ოჯახის მკურნალისგან"

შეამოწმეთ თქვენი შვილების ჯანმრთელობა სრულიად უფასოდ! გრანდიოზული შეთვაზება "ოჯახის მკურნალისგან"

ჯანმრთელობა და განსაკუთრებით, ბავშვების ჯანმრთელობა, ადამიანის ცხოვრებაში ნომერ პირველი პრიორიტეტია.

"ოჯახის მკურნალი" სწორედ პატარების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გეხმარებათ კამპანიით #შვილებისათვის. კამპანიის ფარგლებში 18 და 19 ნოემბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე სავაჭრო ცენტრ ქარვასლაში პედიატრიული "პრივატ კლინიკის" ექიმები სრულიად უფასოდ შეუმოწმებენ თქვენს შვილებს ფილტვებს, ბრონქებს, სასუნთქ გზებს, წონის და სიმაღლის მიხედვით დაადგენენ განვითარების დონეს და გაგიწევენ შესაბამის რეკომენდაციებს.

კამპანია #შვილებისათვის ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" ორი თვის წინ დაიწყო. მის ფარგლებში ბავშვებს სხვადასხვა სახის უფასო სამედიცინო შემოწმება უტარდებათ. უკვე ჩატარდა ორი აქცია, რომლებითაც საზოგადოება ძალიან კმაყოფილია. პირველი იყო სექტემბრის თვეში, მხედველობის შემოწმების ორდღიანი აქციის ფარგლებში ბავშვებს უფასოდ ამოწმებდნენ და საჭიროების შემთხვევაში უფასო დამატებით გამოკვლევების ვაუჩერს ურიგებდნენ. ოქტომბერში კი ჩატარდა ხერხემლის შემოწმების ასევე უფასო აქცია ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

აღნიშნულ აქციებს საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასე რომ არ გამოტოვოთ 18 და 19 ნოემბერს დაგეგმილი აქტივობები. "ოჯახის მკურნალი" პედიატრიული პრივატ კლინიკის მხარდაჭერით უფასო სამედიცინო შემოწმების პარალელურად ბევრ საინტერესო სიურპრიზს დაგახვედრებთ. შეუერთდით კამპანიას #შვილებისათვის და ერთად ვიზრუნოთ მომავალი თაობის ჯანმრთელობაზე.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი