ვინ არიან უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ვინ არიან უცხოეთში მცხოვრები ყველაზე მდიდარი ქართველები

ყველაზე მდიდარი ქართველები, ჩვენი ქვეყნის გარდა, დაახლოებით მსოფლიოს ცხრა ქვეყანაში ცხოვრობენ. ზოგიერთმა მათგანმა საქართველო 90-იან წლებში დატოვა და წარმატებულ ბიზნესმენად იქცა. "ბიზნესპრესნიუსი" რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ, რომელიც უცხოეთში მოღვაწეობს.

თამაზ სომხიშვილი

1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს.

ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია "როსნეფტექსპორტის" მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო. ზოგიერთ მედიასაშუალებაში თამაზ სომხიშვილი რუს ბიზნესმენად და ინვესტორადაც არის მოხსენიებული, მის ანგარიშზე ბიზნესში აქტიურად ყოფნის 30 წელზე მეტია. მისი ბიზნესსაქმიანობა ძირითადად სოფლის მეურნეობას, ინდუსტრიულ სფეროსა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარებას მოიცავს. თამაზ სომხიშვილი კომპანიებს ფლობს რუსეთში, ევროპასა და საქართველოში. ამჟამად ქართველი მილიონერი გერმანიაში ცხოვრობს.

დავით იაკობიშვილი

დავით იაკობაშვილი 1957 წლის 2 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა ფიზიკა-მათემატიკის 42-ე სკოლა. ამის შემდეგ დღისით მეტალურგიულ ინსტიტუტში მუშაობდა, ღამით მეტრომშენში. ასევე ეხერხებოდა რადიოტექნიკისა და მაგნიტოფონების შეკეთება.

ამჟამად იგი არაერთი ცნობილი რუსული და საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ორგანოების წევრია. იაკობაშვილი მსხვილი რუსული რძის, წვენებისა და სასმელების მწარმოებელი კომპანიის სს "ვიმ-ბილ-დან"-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია და 2001-2010 წლებში კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეც იყო.

მისი ქონება სამ მილიარდ დოლარს შეადგენს. დავით იაკობაშვილი მრავალი საქველმოქმედო ორგანიზაციის დამაარსებელია. წლების განმავლობაში მის სახელს საქართველოშიც არაერთი ბიზნესი უკავშირდებოდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი