17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული

17:00 საათის მონაცემებით, საოლქო-საარჩევნო კომისიებში 21 საჩივარია შესული, - ამის შესახებ ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ჟურნალისტებს სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განუცხადა.

მიქელაძის ინფორმაციით, საჩივრები მცირე პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით დაიწერა.

"9-9 საჩივარი დაიწერა ბორჯომში და ოზურგეთში, ორი ქუთაისში, ერთი ხაშურში. არც ერთი საჩივარი არ დაწერილა ყაზბეგსა და მარტვილში. საჩივრები დაწერილია მცირე პროცედურულ ხარვეზებთან დაკავშირებით. მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ, რომ ხაშურის 34-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის #1 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ბიულეტენი კონვეტში არ ჩადო და ძირითადი ყუთის ნაცვლად გადასატან ყუთში მოათავსა. კომისიის გადაწყვეტილებით გაიხსნა ყუთი, ამოიღეს უკონვერტო ბიულეტენი და ყუთი ხელახლა დალუქეს. უკონვერტო ბიულეტენი გაფუჭებულ ბიულეტენად იქნა ცნობილი", - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დრომდე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, ცესკოს ინფორმაციით, 17:00 საათის მონაცემებით, არჩევნებში მონაწილეობა 88 522 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 26.97%-ია.

ცესკო-ს ინფორმაციით, ყაზბეგში 5 313 ამომრჩევლიდან 17:00 საათის მონაცემებით, 2 341 ამომრჩეველია მისული, ხაშურში რეგისტრირებული 48963 ამომრჩევლიდან საკუთარი ნება დააფიქსირა 13289-მა ამომრჩეველმა. ბორჯომში - 26529 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 11886-მა ამომრჩეველმა. ქუთაისში რეგისტრირებული 152546 ამომრჩევლიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 21546 ამომრჩეველმა. რაც შეეხება ოზურგეთს, აქ 62274 ამომრჩევლიდან ხმა 29424-მა ამომრჩეველმა მისცა, ხოლო მარტვილში 32647 ამომრჩევლიდან 10036-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი