განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორი დაინიშნება

განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავას ნაცვლად, სავარაუდოდ, თსუ-ს პრორექტორი დაინიშნება

განათლების მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ჯეჯელავას, სავარაუდოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი მიხეილ ჩხენკელი შეცვლის. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს. საინფორმაციო სააგენტოს ინფორმაციით, არაოფიციალურად გახდა ცნობილი, მთავრობამ საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით გუშინ გამართული კონსულტაციებისას არჩევანი სწორედ ჩხენკელზე შეაჩერა.

ჩხენკელი პენსილვანიის უნივერსიტეტის დოქტორანტია, სადაც მას მიენიჭა მათემატიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. მიხეილ ჩხენკელი 20 წლის განმავლობაში ასწავლიდა ამერიკის წამყვან უნივერსიტეტებში. მას მიღებული აქვს მრავალი ჯილდო სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის, მათ შორის საპროფესორო ოსკარი საუკეთესო სწავლებისთვის, პენსილვანიის უნივერსიტეტის 9 ჯილდო საუკეთესო სწავლებისთვის, Gოლდმან შაცჰს-ის ფონდის პრემია, სამეცნიერო-კვლევითი გრანტები და სტიპენდიები.

კონსულტაციები განათლების მინისტრის კანდიდატურაზე გვიან ღამემდე გაგრძელდა. მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება დღეს გაკეთდება. პრემიერ-მინისტრის საგანგებო ბრიფინგი 11:00 საათზეა დანიშნული.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი