პროექტები, რომლებმაც თუშურ სოფლებში ხალხი დააბრუნა

 პროექტები, რომლებმაც თუშურ სოფლებში ხალხი დააბრუნა

თუშეთში პირველად 2001 წელს მოვხვდი, როცა მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი კარვებით და ღამის საძილე ტომრებით აღვიჭურვეთ და საქართველოს ამ ულამაზესი კუთხის ურთულეს გზას დავადექით.

იმ პერიოდში თუშეთში მოხვედრა მხოლოდ საბჭოთა კამაზით იყო შესაძლებელი და ალვანიდან ომალომდე ასასვლელი 85 კილომეტრიანი საავტომობილო გზის დაფარვას თითქმის ნახევარი დღე სჭირდებოდა. ომალოში ჩასულები კი საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ საქართველოს ეს თვალწარმტაცი კუთხე აბსოლუტურად მოწყვეტილი იყო გარესამყაროს, ცივილიზაციას, თანმედროვეობას. პირიქითა თუშეთის არც ერთ სოფელში არც დენი იყო, არც წყალი, არც სასტუმრო და არც იმის საშუალება, რომ პური მაინც გვეყიდა. მახსოვს, ერთი საღამო თბილისიდან წამოღებულ შოკოლადებზე გადავატარეთ...

მეორედ თუშეთში ამ ზაფხულს ვიმოგზაურე. გულწრფელად ვიტყვი, რომ განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ველოდი, მაგრამ 16 წლის წინანდელი ჩემი დაუვიწყარი თუშური თავგადასავალი რადიკალურად განსხვავებული აღმოჩნდა იმისგან, რაც "გათანამედროებულ" თუშეთში დამხვდა. თითქმის ყველა ადგილობრივს, რომლებიც თუშეთში მხოლოდ სეზონზე ამოდიან, საოჯახო სასტუმრო აქვს მოწყობილი. სასტუმროებში დენი და ცივი/ცხელი წყალია, თუშურ სოფლებში დღეს უპრობლემოდ იშოვით ნებისმიერ პროდუქტს. ერთი სიტყვით, ყველა პირობაა შეექმნილი იმისთვის, რომ ტურისტმა დაუვიწყარი შთაბეჭდილებები მიიღოს. ამიტომაც წლიდან წლამდე ტურისტების რიცხვი მატულობს, რის პარალელურადაც, ცხადია, თუშების ამ სფეროში

დასაქმებაც იზრდება.

თუშეთის სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ადგილობრივების ტურიზმის სფეროთი დაინტერესებაში ლომის წილი ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასს საქართველოში" მიუძღვის.

სწორედ მათი დახმარებით თუშეთის სოფლებში რამდენიმე წლის წინ მზის ენერგიის ათვისება დაიწყეს. პროექტი ჩეხეთის განვითარების სააგენტომ დააფინანსა.

მზის პანელებისა და ბატარეების დამონტაჟებამ თუშებს საშუალება მისცა, საკუთარი, მცირე ბიზნესი წამოეწყოთ და ტურიზმის სფეროში დასაქმებულიყვნენ. შედეგად სოფლებში გაჩნდა საოჯახო სასტუმროები, სადაც დენიც არის და ცხელი წყალიც.

კიდევ ერთი პროექტი, რომელიც "კარიტასის" მხარდაჭერით განხორციელდა, თუშეთში კოოპერატივების განვითარების ხელშეწყობაა. კოოპერატივებმა საშუალება მისცა ადგილობრივებს ერთმანეთის თანადგომით და სწორი აგროტექნიკური მიდგომებით უფრო მეტი პროდუქტი მოეყვანათ და ტურისტებისთვის თავიანთი მოყვანილი ნატურალური პროდუქტი შეეთავაზებინათ. ყველაფერმა ერთად - მზის პანელებმა, კოოპერატივებმა და საოჯახო სასტუმროებმა დღეს თუშეთი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველ მხარედ აქცია, ადგილობრივებს კი შემოსავლის სტაბილური წყარო გაუჩინა.

ნათია ბაკურიძე ერთ-ერთია იმ თუშებიდან, ვინც "კარიტასის" დახმარებით ბიზნესი გააფართოვა. დღეს თუშეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასტუმრო "შინა"ნათიამ 2010 წელს გახსნა. სასტუმროში მისი ორი შვილი და რამდენიმე ადგილობრივია დასაქმებული. რამდენიმე თვის წინ ნათია ბაკურიძემ "ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის" დახმარებით საკონდიტრო ღუმელი შეიძინა, რომელშიც სხვადასხვა საკონდიტრო ნაწარმის, პურისა და პიცის გამოცხობაა შესაძლებელი, ასე რომ, თუ რაიმე, ჩემთვის წარმოუდგენელი მიზეზის გამო, ქართული სამზარეულო ვერ დაგაკმაყოფილებთ, შეგიძლიათ თუშური პიცა დააგემოვნოთ.

"ღუმელის შეძენის შემდეგ სასტუმროში სტუმრების რაოდენობა15%-ით გამეზარდა, რადგან სერვისთან ერთად, მათ ახალგამომცხვარ პურსა და საკონდიტრო ნაწარმს ვთავაზობთ. შესაბისად, ეს ყველაფერი აისახა შემოსავლების ზრდაზეც", - ამბობს ნათია ბაკურიძე, რომელიც საკონდიტრო ნაწარმით მეზობელ სასტუმროებსა და კაფეებსაც ამარაგებს  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი