ქუთაისის სტადიონთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს

ქუთაისის სტადიონთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს

"ქართული მარშის" წევრებმა ქუთაისში "ტორპედოს" სტადიონთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს. "ქართული მარშის" წევრებმა, რომლებიც ქუთაისის ცენტრალურ საფეხბურთო სტადიონზე აქციას მართავენ, პერფორმანსი მოაწყეს. პერფორმანსზე აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სპეცრაზმი.

"ქართული მარშის" წევრები "ტორპედოს" სტადიონზეხ შეიჭრნენ. "მარშელები" "ვიტესის" კაპიტნისა და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების წევრ გურამ კაშიას მისამართით შეურაცხმყოფელ ტექსტებს სკანდირებენ. სტადიონზე შეჭრამდე ისინი აფეთქებდნენ პიროტექნიკას.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი