მანქანა ხანგრძლივად და ეფექტურად რომ გემსახუროთ

მანქანა ხანგრძლივად და ეფექტურად რომ გემსახუროთ

თუ წლების წინ ავტომობილი ფუფუნებად ითვლებოდა, ახლა ის ადამიანის ცხოვრებაში საჭიროებას წარმოადგენს. თანამედროვე ცხოვრების სტილიდან გამომდინარე ავტომობილი ყოველდღიურ საქმიანობას მნიშვნელოვნად ამარტივებს, განსაკუთრებით კი, იმ ადამიანებისთვის, ვისაც პატარა ბავშვი ჰყავს. სწორედ ამიტომ იზრდება ავტოპარკი ასე სწრაფად. საქართველოს მოსახლეობის საშუალო შემოსავალს თუ გავითვალისწინებთ, მივხვდებით, რომ მათ უმეტესობას ახალი ავტომობილის ყიდვის საშუალება არ აქვს. ავტომფლობელების დიდი ნაწილი მეორად მანქანას ყიდულობს, რომელსაც მეტი მოვლა სჭირდება. თუმცა ახალ ავტომობილსაც სათანადო ყურადღება უნდა დავუთმოთ, თუ გვინდა რომ ის ხანგრძლივად და ეფექტურად მოგვემსახუროს.

ყურადღება მიაქციეთ საწვავის ხარისხს

თუ გინდათ, რომ თქვენი მანქანა გამართულად მუშაობდეს და ამავდროულად, არც გარემოს მიაყენოთ ზიანი, აუცილებლად მაღალი ხარისხის საწვავი უნდა ჩაასხათ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ, რომ ნავთობკომპანია, რომლის მომხმარებელიც ხართ, ნამდვილად მაღალი ხარისხის საწვავს გთავაზობთ. მაგალითად, კომპანია "ფრეგოს" პრემიუმ ტიპის სწავავი ევრო5-ის სტანდარტის აქვს. რაც მაღალი სინჯის საწვავს ნიშნავს და ეკომეგობრული პროდუქტია.

დროულად გამოცვალეთ ზეთი

თითოეულ ავტომობილს მითითებული აქვს თუ რამდენ კილომეტრიანი გარბენის შემდეგ უნდა გამოიცვალოს ძრავში ზეთი. ყურადღება მიქაციეთ, რომ ამ ლიმიტს არ გადააჭარბოთ. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ყველა ტიპის ძრავს შესაბამისი კლასიფიკაციის ზეთი ესაჭიროება.

მოიხმარეთ საწვავი ეკონომიურად

ავტომფლობელებისთვის მთავარი ხარჯი სწორედ საწვავზე მოდის. აუცილებლად გაარკვიეთ, რომელი ნავთობკომპანია გამოირჩევა ჩასხმის სიზუსტით და მისი ერთგული მომხმარებელი გახდით. ხშირად კომპანიები საწვავს შედარებით დაბალ ფასად გთავაზობენ, თუმცა ზოგჯერ ზუსტად არ გისხამენ. ასე თქვენ ხარჯების ოპტიმიზაციას ნამდვილად ვერ მოახერხებთ. ერთ ისტორიასაც მოგიყვებით, რომელიც ჩემს მეგობარს შეემთხვა. როდესაც ამა თუ იმ ბენზინგასამართ სადგურზე ავზის გავსებას სთხოვდა, ყოველთვის 55 ლიტრ საწვავს უსხამდნენ და ისიც დარწმუნებული იყო, რომ მისი ავტომობილის ავზის მოცულობა 55 ლიტრი იყო. ერთ დღესაც "ფრეგოს" მიაკითხა ავზის გასავსებად და 60 ლიტრი ჩაუსხეს. ჩემს მეგობარს ეგონა, რომ ამჯერად ატყუებდნენ და ავზის ექსპერტიზაც კი გააკეთებინა. დასკვნის თანახმად, მისი ავზი 60 ლიტრი მოცულობის ყოფილა.

ასევე, გაარკვიეთ, რამდენ კილომეტრს/საათ სიჩქარეზე წვავს თქვენი ავტომობილი ყველაზე ნაკლებს, რაც გადაცემათა კოლოფის შესაბამისად ანგარიშდება და ეცადეთ მოცემულ სიჩქარეს არ გადააჭარბოთ. ნუ იქნებით აგრესიული მძღოლი. რაც უფრო ხშირად ჩაანაცვლებთ გაზისა და მუხრუჭის პედლებს, მით მეტ საწვავს დაწვავთ.

იქონიეთ ზამთრისა და ზაფხულის საბურავები

იცოდეთ, რომ ზამთრისა და ზაფხულის საბურავების ქონა თქვენთვის უფრო მომგებიანი იქნება, ვიდრე ერთი საბურავის, რომელიც ყველა სეზონზე მოგემსახურებათ. ამ შემთხვევაში თქვენ უფრო უსაფრთხოდაც იმოძრავებთ და საბურავების გამოცვლაც უფრო იშვიათად მოგიწევთ.

ვიზუალი მხოლოდ ვიზუალი არაა

ხშირად გარეცხეთ მანქანა. ჭუჭყი და ტალახი გროვდება ავტომობილის სხვადასხვა ნაწილებში და იწვევს კოროზიას, რაც საგრძნობლად შეამცირებს მანქანის ექსპლოტაციის ვადას.

აქცენტი გააკეთეთ ფასზე, რომელიც ხარისხის შესაბამისია

ჩვეულებრივი მომენტია, რომ პროდუქტიის შერჩევისას ადამიანი ყოველთვის კონკურენტულ ფასზე აკეთებს აქცენტს. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ფასი ხარისხის ადეკვატური იყოს. თუ თქვენ უხარისხო პროდუქციას შეიძენთ, მისი ხელახლა შეძენა მალევე მოგიწევთ. შესაბამისად, ეკონომია კი არა ორმაგი ხარჯი გამოგივათ. ამიტომ შეარჩიეთ კომპანია, რომელიც ხარისხიან პროდუქციას კონკურენტულ ფასად გთავაზობთ. პირადად მე საწვავს "ფრეგოში" ვასხამ და ვიცი, რომ იქ მისულს ნებისმიერი ტიპის საწვავი სხვებთან შედარებით 10 თეთრით იაფი დამხვდება. ხარისხი კი, რა თქმა უნდა, გარანტირებულია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი