"ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება"

"ონლაინ თამაშების შეზღუდვით, თანხები რაც ამ სივრცეში ბრუნავს, ეროვნულ დანაზოგებში გადაინაცვლებს და რეალურ ინვესტიციებად დაკონვერტირდება"

სათამაშო ბიზნესის პოპულარობა წლიდან წლამდე საგრძნობლად იზრდება.

აღსანიშნავია, რომ ქვეყნის ინტერნეტიზაციის საყოველთაო პროგრამის განვითარების პარალელურად, მნიშვნელოვნად იზრდება ონლაინ აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობა და, პრაქტიკულად, ყველა მსურველს პირადი კაზინოს მოწყობა სახლში შეუძლია. შესაბამისად, აზარტული თამაშებით გამოწვეული სოციალური და ეკონომიკური ნეგატიური ეფექტები საკმაოდ ბევრი ოჯახისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მუდმივად ისმის საუბრები, რომ აღნიშნული სფერო გარკვეულწილად მოწესრიგებას საჭიროებს. შესაბამისად ფინანსთა სამინისტრომ საკანონმდებლო ორგანოში უკვე წარადგინა შესაბამისი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ონლაინ აზარტული თამაშებისთვის რეგულაციებს ითვალისწინებს.

როგორც ცნობილია, "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების მოწყობის შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, ერთ-ერთი ცვლილება იქნება ის, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზა შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური აწარმოებს. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პიროვნებას შეეძლება, რომ მონაცემების რეესტრში თავად დარეგისტრირდეს. ასევე, მისი ოჯახის წევრი უფლებამოსილი იქნება სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა. სიაში მყოფი პირების სათამაშოდ დაშვების ორგანიზატორები 5 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდებიან.

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ეკონომისტის, ანდრია გვიდიანის თქმით, ქართულ რეალობაში ახალი ინიციატივა ეფექტური იქნება იმ შემთხვევაში, თუ ფინანსთა სამინისტროს მიერ შეთავაზებული მექანიზმები სწორად განხორციელდება.

"მსგავსი სიის შემოღების ინიციატივას მივესალმები. აფბას რეკომენდაციებში, რომლებიც აზარტული თამაშების შესახებ გამოვაქვეყნეთ, ერთ-ერთი ინიციატივა სწორედ ეს იყო. ეს არის თვითაკრძალვის ერთ-ერთი მექანიზმი. ამ სენით ძალიან ბევრი ადამიანია დაავადებული და მათთვის მისაღებია, რომ საკუთარ თავს თამაში აუკრძალონ. მართალია, ისინი თამაშს ვეღარ მოახერხებენ. როგორც ვიცი, ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი მოდელი აქვს შექმნილი. ქართულ რეალობაში ამ მექანიზმების გადმოღება თუ სწორად მოხდა, გაამართლებს", - განმარტავს გვიდიანი.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი