"აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ"

"აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე ქართველ და უცხოელ მეცნიერებთან ერთად ვმუშაობთ"

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე მუშაობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან მიმდინარეობს.

როგორც ნოდარ კერესელიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, ბიოლოგიური მტრის შემოყვანა ხანგრძლივი პროცესია და სიფრთხილეს საჭიროებს.

"ამას სჭირდება სიღრმისეული კვლევა, რადგან ბიოლოგიურმა მტერმა შეიძლება ერთ სიკეთესთან ერთად ეკოსისტემაში ისეთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანოს, რაც დააზიანებს გარკვეულ სიკეთეებს. ამას ფრთხილი მიდგომა სჭირდება. ჩვენ ვმუშაობთ, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან, რათა ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალედ წარიმართოს და არავის დარჩეს კითხვები ამ პროცესთან დაკავშირებით", - განაცხადა ნოდარ კერესელიძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი