რამ გამოიწვია საწვავის გაძვირება საქართველოში?

რამ გამოიწვია საწვავის გაძვირება საქართველოში?

აქართველოში საწვავის ფასი ბოლო წლების მაქსიმალურ ნიშნულს მიუახლოვდა.

ამის საილუსტრაციოდ ორი მსხვილი კომპანიის ფასებს მოვიშველიებთ: 15 ნოემბრის მდგომარეობით, "სოკარის" ბენზინგასამართი სადგურების ქსელში 1 ლიტრი "სუპერი" 2.43 ლარი ღირდა, "პრემიუმი" - 2.29 ლარი, "რეგულარი" - 2.17 ლარი, "ევრო- დიზელი" - 2.19 ლარი, "დიზელი" - 2.10 ლარი, გაზი - 1.44 ლარი, ხოლო "გალფის" ქსელში: "სუპერი" - 2.45 ლარი, "G-Force პრემიუმი" -2.29 ლარი, "G-Force ევრო რეგულარი" - 2.23 ლარი, "რეგულარი" - 2.17 ლარი, "ევრო დიზელი" - 2.25 ლარი, "დიზელი" - 2.15 ლარი, გაზი - 1.45 ლარი. საყურადღებოა ისიც, რომ გაძვირებასთან ერთად, საქართველოში საწვავის მოხმარებაც შემცირდა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი აცხადებს, ოქტომბრის თვეში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 97,1 ათასი ტონა, რაც 12,4 ათასი ტონით ნაკლებია სექტემბრის თვის მაჩვენებელზე. ასევე, 18,5 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

"ამ ყველაფრის მიზეზი, პირველ რიგში, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის სწრაფი გაძვირებაა. 1 ბარელი ნავთობის ღირებულებამ უკვე მიაღწია 64 დოლარს, რაც ბოლო 28-თვიანი მაქსიმუმია. ბოლოს ამ ნიშნულზე ბარელი ნავთობის ფასი 2015 წლის ივნისში იყო. მსოფლიო ბაზარზე

მიმდინარე ტენდენციამ, საქართველოზე მეტად უარყოფითად იმოქმედა. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში გაძვირდა "რეგულარის" ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავი: ევრო დიზელის საწვავის ფასი საშუალოდ 6-11 თეთრით გაიზარდა, ხოლო რეგულარის ტიპის ბენზინისა - 5-10 თეთრით ერთ ლიტრზე" - აღნიშნა მან "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

მისი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი პერმანენტულად იზრდება და დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 62.21 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 55.70 დოლარი/ბარელზე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი