რუსთავში, შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილველების თქმით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ამტომანქანა შეეჯეხა. მათგან ერთ-ერთი მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მძღოლებიდან და მანქანებში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. მისი მდგომარეობა ჯერჯერობით უცნობია.