ქართული წარმოების პროდუქტების გამოფენაში "გემოვანი", ინტერნეტპორტალი allwine.ge მონაწილეობს

ქართული წარმოების პროდუქტების გამოფენაში "გემოვანი", ინტერნეტპორტალი allwine.ge მონაწილეობს

ფილარმონიაში მიმდინარე გამოფენა-გაყიდვაში ონლაინმაღაზია და ინტერნეტპორტალი allwine.ge მონაწილეობს. ფილარმონიის "ივენთ ჰოლში" ქართული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. ქართული წარმოების პროდუქტები გამოფენამ სახელწოდებით "გემოვანი" გააერთიანა.

გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობას 50-მდე კომპანია იღებს. ონლაინმაღაზია და ინტერნეტპორტალმა allwine.ge-მ პროექტი - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" წარმოადგინა.

"ინტერნეტ მაღაზია და მედია პორტალი Allwine.ge მონაწილეობს ფესტივალში "გემოვანი", სადაც წარმოდგენილია ქართული, ნატურალური პროდუქტი. Allwine.ge მომხმარებელს სთავაზობს ღვინის გამოფენა-გაყიდვას და ასევე პროექტს "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" - ნებისმიერ მომხმარებელს ჩვენთან შეუძლია დააგემოვნოს 23 სახეობის ღვინო და თავისი არჩევანი დააფიქსიროს", - განაცხადა Allwine.ge-ს პროექტის მენეჯერმა მარიამ ბიბილაშვილმა.

გამოფენაზე, ღვინის გარდა, ასევე წარმოდგენილია ქართული წარმოების ყველი, თაფლი, პური და სხვა პროდუქცია.

"ეს არის ერთგვარი იუბილე ქართული ჯიშის სურსათის. ვიცით, რომ მინიმუმ 8 000 წელია საქართველოში ღვინის წარმოება ხდება. მსოფლიოს დაინტერესებულმა წრეებმა ასევე იციან, რომ ხორბლის წინაპარი ჯიში "მახა" ქართულია. ლოგიკურია, რომ ქვეყანა, რომელშიც 8 000 წლის წინ ღვინის და პურის წარმოება ხდებოდა, დანარჩენი სურსათიც უნდა ყოფილიყო ისეთივე განსაკუთრებული, როგორიც ღვინო და პურია. გვინდა, რომ ეს პროდუქცია გავხადოთ პოპულარული ჯერ შიდა ბაზარზე და ამავე დროს, ვპოზიციონირდეთ საერთაშორისო ბაზარზე", - განაცხადა გამოფენა "გემოვანის" ორგანიზატორმა ირაკლი ჩავლეშვილმა.

გამოფენაში "გემოვანი" ასევე მონაწილეობენ მეწარმეები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან.

"შვეიცარიული ტექნოლოგიითა და სვანური რძით ვაწარმოებთ ყველს "მუჩლი". ყველს ბიოლოგიურად სუფთა კვეთით ვამზადებთ. ასევე გვაქვს შეუწამლავი კარტოფილი, რომელიც განსაკუთრებით გემრიელია. გვაქვს უძველესი სვანური ჯიშის ლობიო, რომელსაც "ხორციან ლობიოს" ვეძახით, რადგან განსაკუთრებით გემრიელი და მსუყეა. ჩვენთვის დიდი სტიმულია ამ გამოფენაში მონაწილეობა, რადგან სულ რაღაც 3 წელია, რაც ვაწარმოებთ პროდუქტს და ჩვენი მიზანია, უფრო პოპულარულები გავხდეთ", - განაცხადა ამხანაგობა "ნიკალას" დამფუძნებელმა ომარ ნანსყანმა.

ფილარმონიის "ივენთ ჰოლში გამოფენა" 18:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

ღონისძიების მხარდაჭერები არიან "ვიზარდ ივენთი", მოძრაობა KAR.GE და "ქართული ხორბლის მწარმოებელთა გაერთიანება". მედია მხარდაჭერები: ახალი ამბების ტელევიზია "პალიტრანიუსი", "რუსთავი 2", რადიო ჰოლდინგი "ფორტუნა", ბიზნეს მედია "საქართველო", Georgia Today და "ალმა".

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი