რუსთავში, შარტავას გამზირზე მდებარე ყოფილ #4-ე საერთო საცხოვრებელში ხანძარი გაჩნდა. მეზობლების ინფორმაციით, ცეცხლი ჩართულ სარეცხის მანქანას გაუჩნდა, რამაც კორპუსში ძლიერი დაკვამლიანება გამოიწვია. ადგილზე მობილიზებული იყვნენ რუსთავის ხანძარსაწინააღმდეგო სამსახურის მეხანძრე-მაშველები.
ცეცხლი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.