ბათუმში, ე.წ ბენზეს დასახლებაში საცხოვრებელ კორპუსში 24 წლის ქალი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც AMBEBI.GE-ს ბათუმის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, გარდაცვალების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილის ახლობლებმა ჩაკეტილი ბინის გაღება სამაშველო-სამსახურის თანამშრომლებს სთხოვეს. კარის გაღების შემდეგ კი ცხედარი იპოვეს. ადგილზე სამართალდამცავები არიან მობილიზებული.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.