"ეს ბიჭი ირანელია... მესამე დღეა, რუსთაველის გამზირზე ჩახუტებას ითხოვს"

"ეს ბიჭი ირანელია... მესამე დღეა, რუსთაველის გამზირზე ჩახუტებას ითხოვს"

ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფეისბუქის პირად გვერზე ემოციურ ფოტოებს ავრცელებს. მათზე ახალგაზრდა ირანელი ბიჭია ასახული, რომელიც თბილისში, ქუჩაში დგას და გამვლელებს ჩახუტებას სთხოვს. აი, რას წერს ჩანადირი ბიჭის შესახებ:

"ეს ბიჭი ირანელი რეზა ტაჰერია. მესამე დღეა, რუსთაველის გამზირზეა. ჩახუტებას ითხოვს, რომ დადებითი ენერგიებით აივსოს გარემო.

თუ დაინახავთ, ჩაეხუტეთ" - წერს ფოტოგრაფი.