გიორგი გვიმრაძე - ორი მილიონის სანაცვლოდ 50 მილიონზე უარს ვერ ვიტყვით

გიორგი გვიმრაძე - ორი მილიონის სანაცვლოდ 50 მილიონზე უარს ვერ ვიტყვით

ორი მილიონის სანაცვლოდ ვერ ვიტყვით უარს 50 მილიონზე, - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” განაცხადა.

როგორც გვიმრაძემ ”პალიტრანიუსის” ეთერში აღნიშნა, საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არათანაბ პირობებშია, ვინაიდან მას კერძო მაუწყებლებისგან განსხვავებით გარკვეული ვალდებულებები აქვს, თუმცა, ვალდებულებები არ დაუკონკრეტებია.

”ორი მილიონის სანაცვლოდ ვერ ვიტყვით უარს 50 მილიონზე. საზოგადოებრივი მაუწყებელი უკვე არის არათანაბარ პირობებში იმ ვალდებულებების გათვალისწინებით, რომელიც მას აქვს. რისთვისაც იქმნება საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველგან, ესაჭიროება გარკვეული რესურსი, რომელიც დღეს არ არის საკმარისი. რეკლამის ნაწილი არ არის მხოლოდ ის კომერციული შემოსავალი, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, ეს არის ერთ-ერთი ნაწილი იმ დამატებითი რესურსისა, რომლის დამატებასაც საზოგადოებრივი მაუწყებელი აპირებს”, - განაცხადა გიორგი გვიმრაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი