სპეცოპერაციის მიმდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

სპეცოპერაციის მიმდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე არსებული კორპუსებიდან, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

მოსახლეობა კორპუსიდან სამართალდამცველების მეთვალყურეობით გამოდის. საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები კორპუსების სადარბაზოებთან იმყოფებიან და იმ შემთხვევაში თუ ადგილზე მცხოვრებლები გარეთ გამოვლენ, მათ ტერიტორიას ორგანიზებულად ატოვებინებენ.

სამართალდამცველები, ასევე, მოსახლეობას აფრთხილებენ, მოერიდონ აივნებზე გასვლასა და ფანჯრებიდან გახედვას.

"მთელი ღამე ისმოდა სროლის ხმა, აფეთქების ხმაც იყო. გარკვეული პერიოდი გამოსვლის შიში მქონდა, მაგრამ ახლა გამოვედი", - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი