ერთ-ერთი ადგილობრივი - ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს

ერთ-ერთი ადგილობრივი - ბინაში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, ჩეჩენი ოჯახი ცხოვრობს

ბინაში ცხოვრობს ჩეჩენი ოჯახი, მგონი პანკისიდან არიან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს გაბრიელ სალოსის ქუჩის ერთ-ერთმა მცხოვრებმა განუცხადა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს.

მისი თქმით, ოჯახი ამ კორპუსის ერთ-ერთ ბინაში წლებია ცხოვრობს.

"დიდი ხანია, წლებია ცხოვრობენ ამ კორპუსში. პატარა ბავშვებიც ჰყავთ. იმ კორპუსის კედლებია დაზიანებული, სადაც ისინი ცხოვრობდნენ", - განაცხადა გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მცხოვრებმა.

კიდევ ერთი თვითმხილველის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირები ხელყუმბარებს ისროდნენ.

როგორც თვითმხილველი ლუკა ბარამიძე ამბობს, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია. მას არ აქვს ინფორმაცია სავარაუდოდ ტერორიზმში ეჭვმიტანილი პირების შესახებ.

ამ დროისთვის ტერიტორიაზე სპეცოპერაცია კვლავ მიმდინარეობს. სროლისა და აფეთქებების შემდეგ ადგილზე შეინიშნება ძლიერი კვამლი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი