არასამთავრობო ორგანიზაცია "ჯანმრთელი სამყაროს" საჩივრის საფუძველზე ტელეკომპანიები შესაძლოა, 1500 ლარით დაჯარიმდნენ.
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული საჩივრის განიხილვის შედეგად ორივე ტელეკომპანიის მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი შეადგინა, რომელიც სასამართლოს გადაეცემა.
ოქმის თანახმად, ამ ტელეკომპანიებმა დაარღვიეს საარჩევნო კოდექსის 73-ე მუხლის მე-12 პუნქტი, კერძოდ, 30 მაისის არჩევნების დღეს გამოქვეყნებულ ეგზიტპოლის შედეგებზე არ მიუთითეს გარკვეული რეკვიზიტები ეგზიტპოლის შესახებ.