ისნის გამგეობას თავშესაფრის თხოვნით ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებმა ორმა ოჯახმა უკვე მიმართა

ისნის გამგეობას თავშესაფრის თხოვნით ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებმა ორმა ოჯახმა უკვე მიმართა

ისნის რაიონის გამგეობას თავშესაფრის თხოვნით ორმა ოჯახმა უკვე მიმართა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ისნის რაიონის გამგეობაში განუცხადეს, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მცხოვრებმა ორმა ოჯახმა ისნის რაიონის გამგეობას თავშესაფრის თხოვნით ცხელ ხაზზე უკვე მიმართა, თუმცა ისინი ჯერ არ მისულან გამგეობაში.

"გამგეობაში უნდა მოვიდნენ და ჩვენ დავაკმაყოფილებთ აუცილებლად", - აცხადებენ გამგეობაში.

თბილისის მერია ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის ტერიტორიიდან გაყვანილ მოსახლეობას მოუწოდებს, თავშესაფრის საჭიროების შემთხვევაში, ისნის რაიონის გამგეობას და თბილისის მერიას დაუკავშირდეს.

ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მერიაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი