ილია მეორე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ წავა

ილია მეორე სადღესასწაულო ღონისძიებაზე დასასწრებად მოსკოვში არ წავა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე 4 დეკემბერს მოსკოვში დაგეგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად არ გაემგზავრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, აღნიშნულ ღონისძიებაზე, ზოგადად, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია იქნება წარმოდგენილი. კერძოდ, მოსკოვში სამი მღვდელმთავარი გაემგზავრება და მას პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო–კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე) უხელმძღვანელებს.

მისივე თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე და ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი. მღვდელმთავრები მოსკოვში 1-ელ დეკემბერს გაემგზავრებიან და მონაწილეობას მიიღებენ 4 დეკემბერს დაგეგმილ სადღესასწაულო ღონისძიებებში, რომლებიც რუსეთის ეკლესიაში პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს ეძღვნება.

"უკვე გავაგზავნეთ წერილი, რომ პატრიარქი მოსკოვში ვერ გაემგზავრება და იგი აგზავნის დელეგაციას. პროგრამის დღის წესრიგი ამ მომენტისთვის ჩვენთვის უცნობია, თუმცა რუსეთის პატრიარქთან შეხვედრის დროს ორმხრივი კომისიის საკითხი დაისმება და მსჯელობა იქნება", – განაცხადა პატრიარქის მდივანმა.

მამა მიქაელის თქმით, დელეგაციის შემადგენლობაში პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო არ არის, რადგან დელეგაციის შემადგენლობა უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც უწმინდესმა მეუფე შიო მოსაყდრედ დაასახელა.

4 დეკემბერს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია პატრიარქობის აღდგენის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსკოვში სადღესასწაულო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად რუსეთის პატრიარქმა მიიწვია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი