"შავი პარასკევი“ ქართულად - რა ფასდაკლებები გელით დღეს თბილისის მაღაზიებში

"შავი პარასკევი“ ქართულად - რა ფასდაკლებები გელით დღეს თბილისის მაღაზიებში

"შავი პარასკევი", რომელიც სავაჭრო სფეროში მასშტაბური ფასდაკლებების დღედ ითვლება, საქართველოში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო.

როგორც "თბილისი მოლისა" და "ისთ ფოინთის" ვებ-გვერდებზეა აღნიშნული, "შავ პარასკევს" მაღაზიათა უმეტესობას საქართველოში 30%-იანი ფასდაკლება აქვს, მაშინ როცა აშშ-ში მაღაზიათა უმეტესობაში 80%-მდე ფასდაკლებით სარგებლობაა შესაძლებელი.

სავაჭრო ცენტრების ვებგვერდზე არსებული ინფორმაციით, ფასდაკლებები არ არის ისეთ მაღაზიებში, როგორიცაა "ბერშკა", "მასიმო დუტი" და ა.შ. თუმცა, სხვა ქვეყნებში ამ ბრენდებსაც აქვთ ფასდაკლება გამოცხადებული. მაგალითად, როგორც "ბერშკას" ოფიციალურ გვერდზეა აღნიშნული, ფეხსაცმელებისა და ტანსაცმლის შეძენა 30%-50%-მდე ფასდაკლებითაა შესაძლებელი.

რაც შეეხება თბილისში რამდენიმე დღის წინ გახსნილ H&M-ს, მაღაზიის ვებგვერდზე "შავ პარასკევთან" დაკავშირებით ფასდაკლებების შესახებ ინფორმაცია არ არის მითითებული. თუმცა, შვედეთში მაღაზიას 50%-მდე, აშშ-ში კი 30%-მდე ფასდაკლება აქვს განაგრძეთ კითხვა

"თავისუფალ სივრცეში მოიხსენით პირბადე და სახე რამდენიმე წუთით მზეს აჩვენეთ" - კოსმეტოლოგის რჩევები ზამთარში გაუხეშებული კანის მოსავლელად

მართვით სუნთქვაზე მყოფი კობა დავითაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა - "უკვე 10 დღეა კლინიკაშია"

ქუთაისში 62 წლის ეპიდემიოლოგი კორონავირუსს ემსხვერპლა