მეტრო ”დიდუბეში” ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი კომენტარს აკეთებს

მეტრო ”დიდუბეში” ლიანდაგში ჩავარდნილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ექიმი კომენტარს აკეთებს

ექიმის ინფორმაციით, მეტროსადგურ "დიდუბეში", ლიანდაგში ჩავარდნილ ახალგაზრდა მამაკაცს მოტეხილობები აღენიშნება ბარძაყის არეში.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს (ყოფილი რკინიგზის საავადმყოფო) მორიგე ექიმმა განუცხადა, პაციენტი 20 წლისაა.

"კომპიუტერული ტომოგრაფია გავაკეთეთ. ჯერჯერობით უხეში დაზიანებები არის მხოლოდ ბარძაყის არეში. ბარძაყის ძვლის ფრაგმენტოვანი მოტეხილობაა. უხეში დათვალიერებით, დანარჩენი ტრავმული დაზიანებები არსად არ აღენიშნება. დამუშავდება კომპიუტერული ტომოგრაფიის სურათები და უფრო დეტალური ანალიზი შემდეგ იქნება", - განაცხადა ექიმმა.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ "დიდუბეში" მამაკაცი ლიანდაგში ჩავარდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი