ბათუმში სასტუმრო "ლეოგრანდში" გაჩენილი ხანძრის გამო სასწრაფი სამედიცინო ბრიგადამ სამ ადამიანს ადგილზე პირველადი დახმარება გაუწია.
როგორც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, მოქალაქეებმა კვამლი ჩაყლაპეს და მათ ჟანგბადის მიწოდება დასჭირდათ.
სასტუმრო "ლეოგრანდთან" სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები და სახანძრო მანქანებია მობილიზებული. სასტუმროში ხანძარი რამდენიმე წუთის წინ გაჩნდა. ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, სასტუმროში 10-მდე სახანძრო-სამაშველო მანქანა და 60-მდე მეხანძრე მაშველია მობილიზებული.