პატრიარქი ბათუმში მიემგზავრება და ხანძრის დროს გარდაცვლილებისთვის პანაშვიდს გადაიხდის

პატრიარქი ბათუმში მიემგზავრება და ხანძრის დროს გარდაცვლილებისთვის პანაშვიდს გადაიხდის

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სასტუმრო "ლეოგრანდთან" დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს გადაიხდის.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ განუცხადა, პატრიარქი სასტუმროსთან 12:00 საათის შემდეგ მივა.

"12:00 საათზე პატრიარქი თბილისიდან გამოფრინდება, მივალთ სასტუმრო "ლეოგრანდთან" და პანაშვიდს გადავიხდით. ძალიან მძიმე, ტრაგიკული შემთხვევაა, ძალიან ვწუხვართ და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულების ოჯახებს", - განაცხადა მეუფე დიმიტრიმ.

წაიკითხეთ: "ერთმა დედას დაურეკა, მიშველე ვიხრჩობიო..." - რას ყვებიან ბათუმის სასტუმროში გარდაცვლილების შესახებ ახლობლები

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საქართველოს ეკლესიისა და პირადად მისი სახელით ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" მომხდარი ტრაგედიის გამო გამოთქვამს.

"საქართველოს ეკლესიისა და პირადად ჩემი სახელით გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილსა და მწუხარებას ბათუმში, სასტუმრო "ლეოგრანდში" წუხელ ხანძრის შედეგად მომხდარი ტრაგედიის გამო და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამასთან, შევთხოვთ უფალს დაამშვიდოს ჩვენი ქვეყანა და დაიცვას განსაცდელთაგან", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის სამძიმრის წერილში.

ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძრის შედეგად, გარდაცვლილია 11 ადამიანი. მათ შორის საქართველოს - 10 და ირანის ერთი მოქალაქე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი